|
2023-02-02 10:30:17, 775 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევა და, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, რძის, მესაქონლეობის, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების შედეგებზე და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით ზრდის მუდმივად მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, საუბარი შეეხო მესაქონლეობისა და აკვაკულტურის სექტორის პოტენციალს და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის საჭიროებების და ინიციატივების განხილვის მიზნით, სამინისტრო ყოველთვის მზად არის ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდეს. კერძო სექტორის ჩართულობით ახალი წინადადებების, მხარდამჭერი ღონისძიებების და საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა სამინისტროში დანერგილი წარმატებული მიდგომაა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)