|
2023-02-01 15:56:24, 855 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ტრადიციულ ღონისძიებაზე ევროპული რკინიგზების წარმომადგენლები იკრიბებიან. მათივე ინფორმაციით, წლევანდელ ცერემონიაზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს, მათ შორის იყო უკრაინის რკინიგზა, რომელსაც ევროპის რკინიგზების გაერთიანების 2023 წლის ჯილდო გადაეცა. „მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სარკინიგზო სექტორში ქალების როლის გაძლიერება. სწორედ ამის დასტურია, რომ სექტორის წლის ინოვატორის ჯილდო- ქალბატონმა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც. ღონისძიებაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა აჩვენეს. რობერტა მაცოლამ აღნიშნა, რომ რკინიგზა უსაფრთხო, ეკომეგობრული ტრანსპორტია და რომ სარკინიგზო სექტორის განვითარება ევროპის მომავლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა სფეროს გამოწვევებზე, კერძოდ გამარტივებულ სერვისებზე, ოპერატიულ გადაყვანებსა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დელეგაცია უცხოელ კოლეგებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)