21:08 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:27:20, 826 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - თუ სურს, მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩვენ თანახმა ვართ

თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს "ამის სურვილი ნაკლებად აქვს".

"გუშინ დილიდანვე, როგორც ყოველდღიურად ხდება, კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ. შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ის იმყოფება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები გუშინაც და დღესაც არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა ამ სახის, რომ მკურნალობას ის დათანხმდება თუ ის იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა ამაზე თანახმაა. ამოსავალი ჩვენი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. რასაც თვითონ აირჩევს, რაზეც თვითონ დაგვთანხმდება, ჩვენ ამ ყველაფერზე თანახმა ვართ... პაციენტი ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც მას ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმას, რაც მისთვის აუცილებელია", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, 31 იანვარს ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად ამზადებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ არ დაუდასტურა და თქვა, რომ ექსპრეზაიდენტი მკურნალობას პალატაში აგრძელებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics