|
2023-02-01 15:15:42, 889 ნახვა
საზოგადოება
წულაძე სააკაშვილზე - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება
თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, - ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, წულაძემ თქვა, რომ კახექსია დემენციაზე მძიმე დაავადებაა. "კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა, რაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება. დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა. წერია ერთ-ერთ დასკვნაში - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მერე მოკვდება ადამიანი და მეტს ვეღარ გაუძლებს", - თქვა თენგიზ წულაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)