|
2023-02-01 11:53:41, 831 ნახვა
საზოგადოება
„მზიურის“ ტერიტორიაზე, ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შედეგად, რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით მოეწყობა. „იცით, რომ „მზიურის“ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გასხვისებული, კერძო საკუთრებაში იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დავუბრუნეთ. გვინდა, აღნიშნული სივრცე მოვაწესრიგოთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. როგორი მიდგომაც გვაქვს რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული პროექტის განხორციელების უმოკლეს პერიოდში დაწყება თბილისის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა. „მინდა, ანდრია ბასილაიას დავავლო, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და ამ სივრცის მოწესრიგება, რომ გაზაფხული-ზაფხულში „მზიურს“ ჰქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი ტერიტორია, რადგან მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასე რომ, ეს სივრცეც ყველანაირად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)