|
2023-01-31 16:24:44, 1338 ნახვა
საზოგადოება
ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა
რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ. მიზეზად კი სხეულის მასის ინდექსის დაკარგვა სახელდება. "მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა, მერე ვკითხე რა ხდება-მეთქი, თვითონ ბატონ მიხეილს და მითხრესო, რომ გადასაყვანი ხარო და მე თანხმობა განვუცხადეო და ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო. მან იცის, რომ დღეს გადაიყვანენ. თვითონ კლინიკა კარგად მექცევაო, ყურადღებით მექცევიანო, გულისხმიერად - ეს მითხრა. როგორც თვითონ მითხრა, მიზეზი გახდა სხეულის მასის ინდექსი. ასე სუსტად მე არ მინახავს არასდროს, მე და ბატონი ილია ვიყავით და ის დაეხმარა მეორე ოთახში რომ გასულიყო. უჭირს კომუნიკაცია, საუბარი და გადაადგილება ",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში და ისევ "ვივამედის" პალატაში იმყოფება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)