|
2023-01-31 12:22:33, 1127 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილმა ღამე გონება დაკარგა - საშინელი სისუსტე, ფერი და მაღალი სიცხე აქვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას სისუსტე და მაღალი ტემპერატურა აქვს. "მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა ღამე, 03:00-04:00 საათებს შორის შუალედში. ეს აბაზანაში მოხდა მოძრაობის დროს. როცა მე მოვედი, ექიმები უკვე შესულები იყვნენ და გასინჯეს. თვითონ როგორც მითხრა, რაღაც დაზიანებები მივიღეო... როგორც ყოველთვის, აქვს საშინელი სისუსტე, საშინელი ფერი და სიცხე ძალიან მაღალი - 39-მდე ჰქონდა იმ ფონზე, რომ უკვე კოვიდუარყოფითია", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ. შეკითხვაზე, როგორი პოზიცია აქვს ექსპრეზიდენტს პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი კვების ამ მეთოდის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია. "მისი პოზიციაა, რომ ის ჯერჯერობით კატეგორიულ უარს აცხადებს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იქნებ, ცოტა დაფიქრდეს. რატომაც არ თანხმდება, ბევრი მიზეზი აქვს - მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც მე გავიგე რაშია საქმე, მაგრამ ბევრ მიზეზს ასახელებს", - უთხრა ჟურნალისტებს ალასანიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)