|
2023-01-29 18:17:23, 1206 ნახვა
საზოგადოება
ვოლსკი - გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია
არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკმა განაცხადა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებები ხაზს უსვამს, რომ "თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია". "არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია", - განაცხადა ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა. 24 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)