|
2023-01-29 11:50:45, 1150 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა
ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები კრებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ წარუდგინა. მათივე ცნობით, შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ნოტარიუსთა პალატამ შშმ პირებისთვის სანოტარო მომსახურების სრულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ეტლით მოსარგებლეთათვის სანოტარო ბიუროში შეღწევადობის კუთხით, თბილისში არსებული სანოტარო ბიუროების კვლევა ჩაატარა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ მომზადდა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილების პროექტი, რომელიც ბიუროს პარამეტრად შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითვალისწინებს. დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე არქივის დიგიტალიზაციაზეც ისაუბრა. სანოტარო არქივის გაციფრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებთან საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც ისაუბრა. ,,გასული წლის სიახლეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65- დან 70 წლამდე გაიზარდა. ეს დაპირება იუსტიციის მინისტრმა შარშან, ნოტარიუსთა საერთო კრებაზე გააჟღერა და ის სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა", - აღნიშნა დავით ფუტკარაძემ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოტარიუსები თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ. კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 2022 წელს თანამდებობაზე სულ 13 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)