|
2023-01-26 12:15:46, 748 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ტვირთების კონტროლის პროცედურებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად გაცნობოდნენ ტვირთების კონტროლის პროცედურებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომლებიც ამ წუთებშიც და 24 საათის განმავლობაში, ახორციელებენ ეფექტურ საბაჟო კონტროლს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. „ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისათვის. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური სანქციების ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. ამ მიმართულებით, კიდევ არსებობს გაუმჯობესების რესურსი, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნით, რომლითაც ერთი მხრივ, სრულად მოხდება მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი არ შეეშლება ლეგიტიმური ვაჭრობის განვითარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)