|
2023-01-23 13:35:46, 931 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრ კესტუტის ნავიკასს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლიეტუველ კოლეგას ბერლინში, მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ოთარ შამუგიამ ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რათა ქვეყანამ უმოკლეს დროში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შეხვედრაზე მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ლიეტუვა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთან „TRIBE INTERNATIONAL”, რომელიც უზრუნველყოფს ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)