|
2023-01-23 10:25:23, 1044 ნახვა
საზოგადოება
საგარეჯოში სპეცოპერაციისას დაღუპული პოლიციელის პანაშვიდი დღეს გაიმართება
საგარეჯოში, საცხოვრებელი ბინიდან მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი დღეს გაიმართება. დაღუპული 38 წლის პოლიციელის პანაშვიდი ვაზისუბანში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ჩატარდება. ხვალ კი, ოთარ ღვინაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე თვითლიკვიდაცია განახორციელა, ყოფილი სამხედროა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 5 პირი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)