17:11 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 14:21:15, 1194 ნახვა

საზოგადოება
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საქართველოს სახალხო არტისტის ხსოვნას პატივს პოლიტიკოსები, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მიაგებენ.

პანაშვიდს ასევე ესწრება უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელმაც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა. 

საქართველოს სახალხო არტისტს დღეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics