12:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 15:50:11, 1481 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-სგან დაახლოებით, 55.6 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას.

"პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად. ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში.

ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics