|
2023-01-17 11:55:13, 1107 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ცენტრალურ ხელისუფლებას უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ, გვიან ღამით მიეწოდა. "გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ვისაუბროთ დეტალებზე", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს შეეხება. "პრიორიტეტული საკითხები ჩვენთვის არის უცვლელი - ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ვისაუბრებთ ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. მიმოვიხილავთ გასული წლის ტენდენციებს. გასულ წელს იყო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა", - ამბობს ანთაძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)