|
2023-01-13 18:18:43, 1186 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - შეგვიძლია DRG სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს
„DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, შეგვიძლია სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და სამართლიანი გადახდის წესის დამკვიდრება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვისთვის მინისტრმა აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვის პროცესში, უწყებისთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდის შემცირება და ე.წ. შენიღბული თანაგადახდების პრაქტიკის შეცვლა. „პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შენიღბული თანაგადახდები, რაც ე.წ. VIP სერვისებს და ექიმებს ეხებოდა შეცვლილიყო. ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ მოდელის დანერგვის პროცესში. მაგალითად, თუ საყოველთაო ჯანდაცვით, პირობითად ვიხდიდით 500 მილიონს, დამატებით კი ე.წ. VIP სერვისებში, პაციენტები ჯიბიდან იხდიდნენ 200 მილიონს, ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება. აქედან გამომდინარე ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით, რომ ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს და ზედმეტი თანხა, დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)