|
2023-01-13 13:36:09, 1285 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის საქართველოში შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა
საქართველოში უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Indorama Corporation-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი. მიხეილ ხიდურელის თქმით, კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული. სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)