|
2023-01-13 11:39:08, 1224 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლი დააზიანა - ელექტროენერგია 114 ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიას ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი. „პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ. სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)