|
2023-01-12 17:16:02, 1774 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. გიორგი იაკობიძე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორი: „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს. ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები. „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)