|
2023-01-12 14:23:35, 1115 ნახვა
საზოგადოება
2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 822,486 მგზავრსა და 3,220 რეისს მოემსახურა
2022 წლის განმავლობაში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 822,486 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 94 %-ით აღდგა, ხოლო რეისების რაოდენობა 112 %-ით. (2019 წელი 873,907 მგზავრი, 2,886 რეისი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებლებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, დავით აღმაშენებლის სახელობის 2022 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 6 %-ით გაიზარდა და 306 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქი პოზნანი 2009 წლიდან ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია და ქუთაისი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)