|
2023-01-11 16:26:47, 1200 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება
12 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კლუბის სამთვიანი მუშაობის შემაჯამებელ საღამოზე ის ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კლუბის წევრებმა მხატვარ ქეთი მატაბელის, ასევე, მუსიკოს და მსახიობ ია შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს და შეისწავლეს. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და განახორციელონ კლუბის ღონისძიებები, გაიცნონ ახალი ადამიანები. „კლუბის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული აქტივობები: გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ხატვისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდება. მსგავსი ტიპის კლუბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წელია არსებობს. სერვისი - „60+ კლუბი“, გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, დედაქალაქის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)