|
2023-01-09 13:09:32, 974 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი ექსპერტი - სააკაშვილი სერიოზულად არის ავად - აქვს დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულად არის ავად,- ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა, შაჰინ ემანუელ ლახანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, თუ არ მოხდა სწორი მეთოდით მკურნალობა. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია. ასევე კრუნჩხვები. ასევე ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც მისთვის სიარულს ართულებს. ასევე ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში ზურგის ტვინის კომპრესია, სტრესული აშლილობა და ადგილი აქვს მრავლობით არაშესაბამისს მედიკამენტების დანიშვნას. სერიოზულად ავად არის. მე ვთვლი, როგორც ნევროპათოლოგი, რომ ეს დაავადებები ხელშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის. მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს. რომელსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან, ბევრჯერ მინახავს ეს და ჩემი გასინჯვისას ეს ვნახე, რადგან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში",- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)