|
2023-01-09 12:16:55, 963 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა
მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და შეიძლება ყველაფერი "ძალიან ცუდად დამთავრდეს". "ბილ ბროუდერი ჩაერთო პროცესში, რომელიც მიეხმარება ჩვენს მხარეს, რომ შედგეს მიხეილ სააკაშვილის სია - "მაგნიტსკის სიის" მსგავსი. მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა... მისი ჯანმრთელობა ყოველდღე უარესდება და შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, ვიდრე მის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები. მათი გამოყვანა ორგანიზმიდან აუცილებელია", - უთხრა ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)