|
2023-01-07 15:36:21, 1741 ნახვა
კომენტარი
ხაჭაპურიძე - ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას
“ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას”, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ჯანდაცვის სისტემა უძლურია, იმისთვის, რომ დაადგინონ ის ზუსტი დიაგნოზი, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, უცხოელი და ასევე ქართველი ექსპერტების დასკვნით, მას დაუდგინდა დემენცია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კი უძლურია, რომ მას რაიმე სახის მკურნალობა გაუწიოს. “ფაქტობრივად, ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ მიმართულებით უძლურია, რომ დაადგინონ ის ზუსტი დიაგნოზები, რაც არის. ფაქტია, რომ უცხოელი და, ასევე, ქართველი ექსპერტების დასკვნით, მას დაუდგინდა დემენცია და სხვა ნევროლოგიური დაავადებები, რომლის გაგონებაც არ უნდა ხელისუფლებას და აცხადებენ, რომ თურმე მათ არ ესმით რა დიაგნოზია. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უძლურია რაიმე მკურნალობა გაუწიოს მას და არაა აქ მარტო სააკაშვილზე საუბარი, ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)