14:25 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 22:52:40, 1604 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ადასტურებს ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს - ამის შესახებ, "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში უთხრეს, საქართველოს კონსული ბელგიაში მუდმივ კავშირზეა ბელგიელ სამართალდამცველებთან.

"საქართველოს კონსული ბელგიაში მუდმივ კავშირზეა ბელგიელ სამართალდამცველებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ადასტურებს ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს. დიპლომატიური უწყება არკვევს ბელგიელ სამართალდამცველებთან ერთად არსებულ სიტუაციას. უწყება ახალი ინფორმაციის მიღებისთანვე ცნობას გაავრცელებს."- უთხრეს "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებით არის მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან მისი მეგობრები, ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ლიზას გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, თავდასხმის შედეგად მასთან მყოფი ადამიანი გარდაიცვალა და ლიზა იმალება უსაფრთხოების მიზნით, სანამ სამართალდამცველები თავდამსხმელს იპოვიან და დააკავებენ - ოჯახის მხრიდან არც ეს ვერსიაა დადასტურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics