|
2023-01-04 10:08:13, 1135 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს. ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა. კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა. იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას, თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვს შესაძლებლობა თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები, იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღოს. 2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი, საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს,ხოლო სერვისების რაოდენობა 470-ზე მეტს. 3-6 იანვარს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი. გამონაკლისს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)