|
2023-01-03 14:23:30, 1275 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა. ირაკლი მხეიძე მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო და შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჯაიებისა და რურუების აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წელს გადასცა. მათ, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებლები არ ჰქონდათ და ქირით ცხოვრობდნენ. წელს კი პირველად შეხვდნენ ახალ წელს საკუთარ სახლებში. როგორც ირაკლი მხეიძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)