|
2023-01-02 11:08:05, 1565 ნახვა
საზოგადოება
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს
ძალაში შესული კიდევ ერთი კანონის თანახმად, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზეც, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა. ამასთან, დეკემბერში დამტკიცებული კანონის თანახმად, 2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. 2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება. ასევე მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)