|
2022-12-30 12:08:31, 913 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები საახალწლო გალა-კონცერტზე მოვიწვიო
31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გალაკონცერტზე თავადაც მივა და 2023 წელს თანამოქალაქეებთან ერთად შეხვდება. „მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ადგილზე ვიქნები და მექნება შესაძლებლობა, რომ ერთად შევხვდეთ 2023 წელს. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე, „საახალწლო სოფელი“, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი, ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)