|
2022-12-30 11:27:39, 851 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თანამშრომელთა ხელფასების მატების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს
თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად, ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)