|
2022-12-30 11:10:33, 766 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნება და მონიტორინგი წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულების მხარდაჭერის კუთხით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არაერთ დონორ ორგანიზაციასთან. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მემორანდუმი, რომელიც სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის გაფორმდა, პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ პროექტის მენეჯერმა, ალექსანდრე მიქელაძემ. პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ ფარგლებში, მოხდება ჭაჭუნას აღკვეთილსა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ველურ ბუნებასა და ფერმერებს შორის, მოხდეს ეკოლოგიური მთლიანობის აღდგენა, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი სახეობების დაცვა, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდა და მეცხვარეობის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების არეალი ზამთრის საძოვრებისთვის გამოიყენება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)