|
2022-12-30 09:29:00, 1412 ნახვა
საზოგადოება
რუსი ექიმი - ნავალნის მოწამვლის ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა, სააკაშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია
მკურნალობის ის ტიპი, რომელსაც სააკაშვილისთვის იყენებენ, ტიპურია საბჭოთა და პოსტსაბჭთა მედიცინისთვის - ამის შესახებ რუსმა ექიმმა ანდრეი ვოლნამ, ჟურნალისტ იულია ლატინინასთან ინტერვიუში განაცხადა. რუსმა ექიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის შეადარა, რომლის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. თუმცა ვოლნი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, საუბარია ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით. "ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს აძლევდნენ 14 პრეპარატს, რომლებიც არავინ იცის როგორია ურთიერთქმედებისას და როგორ მოქმედებს კონკრეტულ ორგანიზმზე. მკურნალობის ის ტიპი, რომელსაც სააკაშვილისთვის იყენებენ, ტიპურია საბჭოთა და პოსტსაბჭთა მედიცინისთვის. ნორმალური თერაპიისთვის მაქსიმუმ 5 პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ კლინიკაში, სადაც სააკაშვილია, არცთუ სწორად მკურნალობენ. ამასთან, არცერთ ამ მედიკამენტში არაა დარიშხანი და ვერცხლისწყალი. ამიტომ საიდან მოხვდა ისინი ორგანიზში? ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. სააკაშვილის შემთხვევაში თუკი მართლაც არის მძიმე მეტალები და ვერ ვხვდები საიდან, საუბარია ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით. წარმოიდგინეთ, ყველა მიმართულების ექიმი თავისი დანიშნულებით და პაციენტი ტოქსიკურ დარტყმას იღებს. ნავალნის შემთხვევაში ეს არის დანაშაულებრივი მკურნალობა, მიიყვანონ ადამიანი ლეტალურ გამოსავლამდე. სააკაშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა სასწრაფო ზომები"- ამბობს რუსი ექიმი.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)