|
2022-12-29 15:32:37, 1558 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - პირველადი წარმოების ნაწილში, გამოშვება ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 80 - 85 %-ით არის გაზრდილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობა „პირველი არხის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ შეაჯამა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. „ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას და ისაუბრა ქვეყანაში არაერთი მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან შედეგებსა და მიღწევებზე, ასევე, იმ მასშტაბურ გეგმებზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს და ბოლო ორი წელია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ახალი პროექტები, რომელიც მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და გარემოზე ზრუნვა, გარემოს დაცვა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება და, ეტაპობრივად, დაიწყო შესაბამისი პროექტების განხორციელება. „ამ პროექტების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი ფერმერების ხელშეწყობა, მეწარმეებისთვის ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა. ასევე ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდეთ, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააშენონ ახალი ბაღები,შეიძინონ ახალი ტექნიკა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ყურადღება პირველადი წარმოების მიმართულებით დღეს არსებულ შედეგებზე გაამახვილა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 80-85 %-ით არის გაზრდილი. შარშანდელი მონაცემებიდან, 3 მილიარდ 600 მილიონიდან, დაახლოებით, 6.5 მილიარდზე ავედით; გადამუშავებული პროდუქციის ნაწილში კი, 4 მილიარდიდან, დაახლოებით, 7.3 მილიარდ ლარამდე. წელს, 9 თვის მონაცემებით, პირველადი წარმოების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 5.5 მილიარდი ლარი გამოშვება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით,13-14 %-იანი ზრდაა. წლის ბოლომდე, ვფიქრობ, უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვექნება. აქვე, შევეხები ექსპორტის მონაცემებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 125-130%-იანი ზრდა გვაქვს და წელს, ვფიქრობ, რომ პირველად, დაახლოებით, 1.3 მილიარდ დოლარიანი ექსპორტის მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)