|
2022-12-29 09:56:38, 1487 ნახვა
სამართალი
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. „ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება. უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება წაღვერის „საქმიან ეზოში” მოხდა, საიდანაც შემდგომ მისი რეალიზაცია განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)