|
2022-12-28 10:54:58, 884 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს სადღესასწაულო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა - ლაშა ღლონტმა, ანრი ჯოხაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ, ოთო ნემსაძემ, ანდრია გველესიანმა და ანი კეკუამ შეუქმნეს. საახალწლო კონცერტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მაყურებლისთვის საახალწლო კომპოზიციები შეასრულა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)