12:00 - 16 Aug, 2026
|
2022-12-27 13:27:49, 824 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. რექტორის არჩევნები, სადაც განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი, ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩია. აღსანიშნავია, რომ არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები ერთ კანდიდატსა და რექტორის არჩევის წესს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამუშია "გარედან მართული და დასმულია". შეგახსენებთ, თსუ-ს რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ოქტომბერს, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)