|
2022-12-23 17:59:48, 1564 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდის შემდეგ სრულმასშტაბიანი სწავლება პირველად გაიმართა
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიის შემდეგ, პირველი სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, 2022 წლის ბოლო პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტმა, „ტავ ურბან საქართველომ“, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველომ, შსს საპატრული და ქ. თბილისის დეპარტამენტის ტერიტორიულო დანაყოფებმა, სუსის განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შპს „საქაერონავიგაციამ“, ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ და „დავით ტატიშვილის კლინიკამ“ მიიღეს. სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე ერთდროულად სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობდა: ერთი სცენარის მიხედვით, საჰაერო ხომალდთან ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებლება სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოხდა, ხოლო მეორე სცენარით - საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია განხორციელდა. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ საავიაციო უშიშროების მიმართულებით დავით ჯაბუამ შეაჯამა. ,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ბოლო და ამავე დროს, პანდემიის შემდეგ პირველი სრულმასშტაბიანი სწავლება ჩავატარეთ. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა დავით ჯაბუამ. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად, ICAO-ს მოთხოვნის საფუძველზე, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მსგავსი სწავლებების მიზანია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საგანგებო შემთხვევების დროს უნარ-ჩვევების მაქსიმალურად დროული გამოვლენა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)