|
2022-12-23 11:46:19, 919 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 97 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 22 მისამართზე მოეწყო; რაიონს 10 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 55 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 5 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 3 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 15 მისამართზე კი - რეაბილიტირდა; ასევე, 2 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 178 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 74 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა; 25 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 28 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა, ორი წინა საახალწლო ღონისძიება კი ამჟამად მიმდინარეობს. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)