|
2022-12-22 10:53:52, 1385 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა
„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც პანელურ დისკუსიაში Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა, სოფო ჭყოიძემ საკუთარი სტარტაპის გზაზე ისაუბრა. სპიკერმა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება, რომელიც - ქართული სტარტაპის განვითარებასა და ამერიკაში გაყიდვას შეეხებოდა, საკუთარი კომპანიის მაგალითზე გაუზიარა. ღონისძიებას ადგილობრივი სტარტაპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს სტარტაპებს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ საქართველოში უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ან უკვე გავიდნენ ან გასვლას და გაფართოებას ცდილობენ. Startup Grind-ის ღონისძიება იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც აღნიშნულ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. Startup Grind არის შესაძლებლობა, წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაინტერესებულმა სტარტაპებმა მოისმინონ, ისწავლონ და გაიკვალონ გზა საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ცნობისთვის, Pulsar AI ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდას და ავტომატიზაციას. კომპანია ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. Pulsar AI-ს შექმნილი აქვს: ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სერვისი, ბოტები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. ასევე, კომპანია ამერიკულ ბაზარზე, 2019 წლიდან, ავტომანქანების დილერებს მათი გაყიდვის პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება. კერძოდ, Conversational AI-ის პლატფორმას ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით, როგორც იმეილით, ასევე SMS-ით ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – სწრაფი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შესულ „ონლაინ“ მოთხოვნაზე ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს.
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)