|
2022-12-22 10:38:33, 895 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტის განხილვას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს. „მნიშვნელოვანია, შევძლოთ მიწის რესურსის ეფექტიანად გამოყენება და დაცვა. საძოვრების მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი პარლამენტის, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისა და უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რაც დაგვეხმარება გადავდგათ სწორი ნაბიჯები ქვეყანაში საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებაში. ამასთან, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნება ეს ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმართველობა თუ ფერმერები, ექნებათ გაწერილი ფუნქციები და ვალდებულებები, რათა მაქსიმალურად რაციონალურად მოხდეს ბუნებრივი რესურსი გამოყენება და დაცვა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხელს შეუწყობს საძოვრების ნაყოფიერების გაუმჯობესებას, მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას და პროდუქტიულობის გაზრდას. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი შემუშავებულია პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)