|
2022-12-20 15:49:52, 1091 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ძალიან გამახარა ზელენსკის აქტიურმა ჩარევამ, კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობაზე
ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არსებული დასკვნები სპეკულაცია არ არის. "ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს იცის, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის. რაღა არის სპეკულაცია, დევს ამხელა დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!", - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)