|
2022-12-20 13:29:07, 902 ნახვა
საზოგადოება
ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა. მაღალი რანგის შეხვედრაზე, დადებითად შეფასდა საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში შრომითი ურთიერთობების სფეროში განხორციელებული რეფორმები. ამერიკელი კოლეგის მხრიდან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ, 2015 წლიდან განხორციელებული რეფორმებისა და დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლს შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით და აღინიშნა სამომავლო თანამშრომლობის საჭიროება მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების გზაზე. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში განხორციელდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)