|
2022-12-20 12:18:12, 865 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში ნაკადულის კალმახის ქვირითის აღებისა და განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ბუნებაში აღდგენის მიზნით. „ნაკადულის კალმახის საშენში ქვირითობის პერიოდი დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე მიმდინარეობს, რა დროსაც კალმახის ქვირითის აღება და განაყოფიერება ხელოვნურად ხდება. ხოლო შემდეგ, იგი საინკუბაციო მოწყობილობაში თავსდება. აღნიშნულ პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მონაწილეობდა. მდინარის კალმახის საშენში არსებულ შენობა კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზებია განთავსებული. აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა 500 000-ზე მეტი იყოს. 2022 წელს, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, „წითელი ნუსხის“ სახეობის მდინარის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა 500 000-მდე ლიფსიტითა და ლავრით დაათევზიანა; მათ შორის, დაცული ტერიტორიების მდინარეებში 100 000-ზე მეტი ლიფსიტით გაუშვეს. თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)