|
2022-12-20 10:17:12, 768 ნახვა
საზოგადოება
„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ
UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში „Wadden Sea” - იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტი UNESCO-ს მხრიდან გამოყოფილი პირველი გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსგავსად, „Wadden Sea“ გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვან მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოში UNESCO-ს საიტის თანამშრომლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო გაცნობოდნენ მსგავსი ტიპის ტერიტორიის მართვის საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)