|
2022-12-19 11:17:16, 1003 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. უწყების ცნობით, იური ნოზაძემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა. „შეხვედრაზე მხარეებმა კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია, რაც ექსპორტის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. იური ნოზაძემ ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ „Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების იდეის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)