|
2022-12-18 15:52:57, 1066 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის - „კომუნიკაცია მედიასთან“ ფარგლებში, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა. სემინარი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ. მან მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2022 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც მედია საშუალებებთან კონკურენციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და გადასახადის გადამხდელების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო სისტემა, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი (AEO), ასევე ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა, ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვავ იმედს, რომ ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. “,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ. სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე, ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი გიორგი მახარობლიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)