|
2022-12-18 13:26:21, 1204 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ, ცხოვრება ჰქვია ამას?
მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის, არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. გიული ალასანია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველი მოძრაობა კონტროლის ქვეშაა. "ეს კადრების გამოქვეყნება და ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის, არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მისი ამოსუნთქვა და მოქმედება არის კონტროლის ქვეშ და მიდის ამის ტრანსლაცია ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, ცხოვრება ჰქვია ამას? ეს არის სიკვდილით დასჯა",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)