|
2022-12-17 15:39:10, 773 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - ახალ მოქნილი სისტემა, სტუდენტებს ხელს არ შეუშლის განათლების მიღებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ახალ კოდექსსა და გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ მოქნილ, გამარტივებულ სისტემაზე ისაუბრა, რასაც თავდაცვის უწყება სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში პოტენციურ პირებს, მათ შორის სტუდენტებს შესთავაზებს. ახალგაზრდებს 23 წლის ასაკამდე სურვილისა და არჩევანის მიხედვით, სამხედრო წვრთნის სტუდენტობის პერიოდშივე გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განმარტებით, სტუდენტებს სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე მოუწევთ, რომლის დასრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება: „გავაფართოეთ პოტენციურ პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს სავალდებულო ჯარი. იქნება 3 არჩევანი - კონკრეტულ შემთხვევაში, 6-თვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი, 8-თვიანი კურსი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო მომზადებას ისინიც გაივლიან, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში, იქნება არჩევანის საშუალება. სტუდენტებისთვის ინტენსიური დღეების რაოდენობა 108 დღეს შეადგენს. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არც განათლების მიღებაში შეუშლის და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე საუბრისას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)