|
2022-12-16 14:48:27, 1059 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია", სამინისტროსთან დავაფუძნეთ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო
მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარების შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ შარშანაც ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური აზრის გამოყენება და მეცნიერების და პრაქტიკის მაქსიმალურად დაახლოება. ვთქვით, რომ ამ მიმართულებით გადავდგამდით პრაქტიკულ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ხელთ გაქვთ ჩვენი სამინისტროს მიერ გამოცემული ჟურნალ „იუსტიციის" ორი ნომერი, რომლებიც საშუალებას აძლევს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ იურისტებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, სწორედ ამ ჟურნალის ფურცლებიდან გააცნონ თავიანთი ნააზრევი კვალიფიციურად და დაუტოვონ ისტორიას თავიანთი მოსაზრებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტატიის ავტორს. ეს უკვე დამკვიდრებული სტრადიციაა. წელს უნდა გამოიცეს მესამე ნომერი და ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ღვაწლმოსილ ქართველ იურისტს, ბატონ მინდია უგრეხელიძეს, მადლობას გადავუხდი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს. ასევე, სამინისტროსთან დავაფუძნეთ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან ყველა თაობის გამოჩენილი ქართველი იურისტები და ჩვენ მათგან ვიღებთ ძალიან პრაქტიკულ რჩევებს და ერთობლივად ვახორციელებთ იმ საქმიანობას, რასაც ჰქვია ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის აგურის დადება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)