|
2022-12-14 12:46:41, 1162 ნახვა
საზოგადოება
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
16 -18 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალს და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. „ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები და საინტერესო ღონისძიებები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსებისთვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. ასე რომ, 16 დეკემბრიდან გელით თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)